Verlé-ის დევიზი ასეთია: “It’s never too late to begin again”. არასდროს არის გვიან, თავიდან დაიწყო.

როგორიც არ უნდა იყოს გუნება-განწყობა, Verlé-ის ნებისმიერი ყავის ჭიქა ყოველთვის გემრიელი და ახალია, განსაკუთრებით საფირმო ტარტინებთან და დესერტებთან ერთად.

და შესაძლოა, სწორედ ამ სივრცეში მიიღებთ თქვენი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, გაატარებთ მნიშვნელოვან შეხვედრას, რომელსაც დიდხანს გადადებდით, ან გულახდილად ისაუბრებთ საყვარელ ადამიანთან. ინტერიერი მინიმალისტურია, ამიტომ ყურადღება შინაგან შეგრძნებებზეა გამახვილებული და არა გარეგან დეტალებზე.

ბევრი თეთრი ფერი, რომელიც სუფთა ფურცლის სიმბოლოა, საიდანაც ისტორია თავიდან იწერება. აქ ცდილობენ გადმოსცენ, რომ შეცდომები — ნორმალურია, ცვლილებაც — ნორმალურია, ისევე როგორც დასვენებისთვის დროის გამოყოფა და პაუზის აღება.